13:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 17:28:18, 660 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმი გაიმართა

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ და ამავე ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებს გელა ჩივიაშვილმა სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, მუნიციპალიტეტმა საპილოტე რეჟიმში დააფინანსა HPV ტესტირების პროცესი.

„თბილისის მერია, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს HPV ტესტირებას გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ქალებში, როგორც თანამედროვე და ზუსტ დიაგნოსტიკას. ტესტირება 2021 წელს 1 000 ქალს ჩაუტარდა. იმის გარდა, რომ  HPV ტესტი გაცილებით ზუსტ სურათს იძლევა საშვილოსნოს ყელის დაზიანებებისა და კიბოს რისკის შესახებ, მისი ჩატარება PAP ტესტისგან განსხვავებით, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხუთ წელილადში ერთხელ იქნება საკმარისი, რაც მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე გაცილებით კომფორტულია“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

ფორუმის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის ადგილობრივი სპეციფიკა, მიღწევები და ის შედეგები, რაც სამომავლო განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შედეგები და გამოწვევები, ესაუბრათ HPV ვაქცინაციასა და პროგრამის მენეჯმენტზე.

ფორუმი გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ალიანსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მრავალსექტორულ გუნდებს აერთიანებს და მისი მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, რეგიონული სტრატეგიის შემუშავებაა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics