20:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 16:46:20, 695 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი არის აზერბაიჯანის თანამონაწილე, წაქეზება და პროვოკაციაა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამონაწილეა, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის წაქეზება და პროვოკაცია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, აღსანიშნავია პარიზის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე, სადაც ის პირველად აცხადებს თავის გეგმებს, იძლევა დაპირებებს და კრიტიკულ მომენტში აფრიკის ქვეყნებს ტოვებს კიდეც.

„ფანტაზიორი, რა უნდა ვთქვა. მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics