|
2023-09-27 14:32:17, 644 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება
სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოხუმის დაცემის 30-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას რუსეთი ყოველთვის ბლოკავდა და სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტის თქმით, სოხუმთან სასაუბროდ "უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს". "არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი; რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა - მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა! ბოლო წლების განმავლობაში - არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს, აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა. მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს - ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა - დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ამასწინათ, ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა - დროა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფერის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები აშენებდნენ ერთიან საქართველოს. "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)