14:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 13:18:27, 757 ნახვა

საზოგადოება
კალაძის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაციისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

„რამდენიმე წელია ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - ამ კატეგორიებისთვის პარკირება უფასოა. სხვა შემთხვევაში კი, სტანდარტული ტარიფი შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი ისარგებლოს უფასოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა კუთვნილი ავტომანქანები სახლთან ახლოს, უფასოდ გააჩერონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე განცხადებით, გამოყოფილია შესაბამისი ჯგუფები იმისთვის, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics