20:41 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 19:54:52, 657 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა EU-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს

ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კატარინა ბარლიმ განაცხადა.

ბარლის თქმით, მხოლოდ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად დიდია, რომ, ამჟამინდელი წესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას და ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღება.

„ჩვენ უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა, მივიღოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა“, - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე ევროკავშირის შვიდივე კრიტერიუმს სრულად ვერ დააკმაყოფილებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics