19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 19:17:24, 646 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტი საქართველოში დეპოლარიზაციას არ დაეხმარება, პირიქით, ის პოლარიზაციას გამოიწვევს

იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას თავად ესწრეობდა და აღნიშნავს, რომ შეესწრო სალომე ზურაბიშვილის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

"[საკითხი] საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics