00:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 18:37:59, 705 ნახვა

პოლიტიკა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

"საქართველოს საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენონ, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ სტატუსი", - განაცხადა რინკევიჩმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს დღეს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics