|
2023-09-25 19:51:43, 641 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, მას ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში დიდი წვლილი შეაქვს
საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების, ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატოს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი განცხადებით, ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში. „როგორც „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საქართველო სანდო და ეფექტიანი მარშრუტია ევროპული, მათ შორის, რუმინული, სახლებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად. დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჩუკასა და თითოეულ თქვენგანს ამ დიდებულ ადგილას, თქვენ წინაშე საუბრის უნიკალური შესაძლებლობისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ თქვენს თბილ სტუმარ-მასპინძლობას, თქვენ კულტურულ სიმდიდრესა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს. ეს შეგრძნება სცდება დიპლომატიას, ეს არის სახლში ყოფნის შეგრძნება, მეგობრებსა და ახლობლებს შორის. ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა გავაღრმაო ჩვენი კავშირები, აღვნიშნო ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და გავაგრძელო თქვენთან ერთად საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. დაე, გასდევდეს ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა და სულისკვეთება ჩვენს საქმიანობას, რაც შეგვახსენებს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)