|
2023-09-24 14:32:44, 843 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - თუ ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ცუდს ვერ ვხედავ
თუ ბიძინა ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი "სამოქალაქო სექტორში დაბრუნდება, კარგი იქნება". "ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, თქვენც ჩამოყალიბდეთ. ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია, თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება. ე.ი. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, თუ როგორ არის საქმე?! ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დავუშალოთ ამ ქვეყანაში არსებობა, ეს, მე მგონი, არასამართლიანია",- უთხრა ოდიშარიამ მედიის წარმომადგენლებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)