01:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 18:56:13, 877 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი გომელაურს - რომ ამბობთ მაშველები გმირები არიანო, რატომ ცივათ, შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი?

გმირები არიანო მაშველებზე რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ, რატომ სწყურიათ, რატომ შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი?, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციაზე იმყოფება.

ხაბეიშვილი გომელაურს მიმართავს და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრისთვის "კორუფცია არის სამარკო ნიშანი"

"რომ ამბობთ, რომ მაშველები გმირები არიანო - დიახ, გმირები არიან და ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ხელზე ეს ხალხი იღებს 1,000 ლარს - 400 ლარს ტოვებს სესხში, მერე გადაიხდიან კომუნალურებს და გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ, რატომ სწყურიათ, რატომ შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ, ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრო-რაიონში, წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ. ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. ასეთ რამეებზე რომ ლაპარაკობთ, კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics