14:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 18:16:29, 1135 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - მარცვლეულზე დავა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობას ძირეულად არ შეცვლის

მარცვლეულზე დავა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობას ძირეულად არ შეცვლის. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

როგორც დუდა აღნიშნავს, უკრაინასთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პოლონურ ბაზარზე უკრაინული ხორბლის შემოსვლის პრობლემა პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების აბსოლუტურად "გვერდითი" ელემენტია და არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები ძირეულად შეიცვლება. 

ჩემთვის უკრაინასთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. სრულიად სერიოზულად ვამბობ ამას. ეს არ არის რაღაც მოვლენა ან აქცია, ეს არის ჩვენი ხალხების ისტორიული განზომილება", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. 

გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა.

16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics