|
2023-09-22 17:25:06, 863 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“ - რას უკრავთ ტაშს, რომ შოვში 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?
უმრავლესობას მინდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს?! - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?- ამის შესახებ "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, შოვში სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად "ყველაფერი არ იყო გაკეთებული". "როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, მე იცით, რისი მოსმენა მაინტერესებს? - რის გაკეთებას აპირებთ მათ შორის მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან, რისი გაკეთება შეიძლებოდა ამისთვის, ამას უნდა გვიყვებოდეთ თქვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმიტომ, რომ არ არის ყველაფერი გაკეთებული",- მიმართა სამადაშვილმა გომელაურს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)