|
2023-09-22 17:06:01, 731 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს 50%-ით გაეზარდა ხელფასი - ასევე, ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს
ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეც. აღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლიდან მეხანძრე-მაშველებს გაეზარდათ ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით, 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება. „ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თავდაუზოგავად მუშაობდნენ სტიქიის ზონაში, გარკვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სიცრუის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. გავრცელდა ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია მათ აღჭურვილობაზე, ტექნიკასა და სოციალურ პირობებზე. ყოველთვის ვერიდები წარსულზე საუბარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. 2015 წლამდე, არ არსებობდა ერთიანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყვნენ. მათი ძირითადი ტექნიკა და აღჭურვილობა იყო საბჭოთა წარმოების, მოძველებული და ამორტიზებული. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა თანამშრომელთა ხელფასები და სოციალური პირობები. 2015 წლიდან, სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ჩამოყალიბდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მას შემდეგ, სამსახურის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელდა არაერთი რეფორმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, უნიფორმები და ტექნიკა. ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. აქვე მინდა შევეხო პრემია-დანამატების საკითხს. პრემიებთან დაკავშირებით ხშირად ვხდები ხოლმე კრიტიკის ობიექტი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიციელები, მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ დანამატებს და ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)