|
2023-09-22 16:58:22, 690 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - 2020 წლიდან მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, რითაც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა
2020 წლიდან რიგითის სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე 2900 მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მქონე მეხანძრე-მაშველებს მიენიჭათ ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდება, რითაც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა, ასევე წოდებრივი სარგოს მატება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების არაერთი შენობა აშენდა, ხოლო მიმდინარე ეტაპზე, დამატებით 5 შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. „სამსახურში განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2020 წლიდან რიგითის სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე 2900 მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მქონე მეხანძრე-მაშველებს მიენიჭათ ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდება, რითაც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა, ასევე წოდებრივი სარგოს მატება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცალკე მიმართულებად გამოიყო წყალზე სამაშველო განყოფილება, მყვინთავთა ჯგუფი. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციას, 2019-2023 წლებში საერთაშორისო ეგიდით სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, იაპონია, ავსტრია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა) გამართული სასწავლო კურსების მეშვეობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 800-მდე თანამშრომელი გადამზადდა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა კრიზისების მართვა, ხანძრების მართვა, ურბანული სამძებრო-სამაშველო, წყალზე სამაშველო, მაღაროებში სამაშველო, სიმაღლეზე სამაშველო სამუშაოები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ძალების საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას ადასტურებს ასევე ის პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები, რაც მოჰყვა მიმდინარე წელს, მეზობელ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ჩვენი მაშველების მიერ ჩატარებულ სამაშველო სამუშაოებს, რა დროსაც ისინი სამაშველო ღონისძიებას ახორციელებდნენ თავიანთი აღჭურვილობით და ტექნიკით. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. საპარლამენტო განხილვის ფორმატშიც მოგახსენეთ უკვე და კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "ეარბას ჰელიკოპტერ"-თან ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველ ვერტმფრენს სამინისტრო უახლოეს 6 თვეში მიიღებს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)