|
2023-09-22 16:54:35, 644 ნახვა
საზოგადოება
გომელაური შოვზე - მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები - უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა
ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურის თქმით, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეც-ტექნიკითა და სითბური დრონებით მუშაობდა. „პარალელურ რეჟიმში, დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, შედეგად მყისიერად მოხდა სამაშველო ღონისძიების დაგეგმვა, დაიწყო სწრაფი მორეაგირე ჯგუფებისა და ავიაციის მობილიზება. რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები. თბილისიდან და ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. უკვე მოგახსენეთ და საჯაროდაც არაერთხელ მოხდა ამის განმარტება, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16 საათსა და 54 წუთზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში (18:04 ჩაფრენის დრო). მოგეხსენებათ, ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე 5 შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამავე დღეს, დაახლოებით 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეც-ტექნიკითა და სითბური დრონებით. ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას. პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)