14:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 16:17:44, 1040 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ვარშავასა და კიევს შორის უთანხმოებაა, უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც გაიზრდება

ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის გარკვეული უთანხმოებაა, უთანხმოება გაიზრდება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი უკრაინაში აგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რათა შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც რუსეთს აქვს დასახული.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის არის გარკვეული უთანხმოება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს დაძაბულობა ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება. გვესმის, რომ უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე გაიზრდება. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics