01:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 14:44:46, 690 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კრამონი იმ სისტემის ნაწილია, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით

​ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს და “დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის“.

მდინარაძის თქმით, კრამონი გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში.

„ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით. ის არის იმ სულ რამდენიმე ჩვენს კოლეგას შორის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან წარსულის ბნელი პარტიის მხარდაჭერით. ისინი არ არიან დავალების მიმცემები, ისინი თავად იღებენ იგივე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები საქართველოს პარლამენტში, გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში. ბოლო დროის ეს ყველაზე მავნებლური კამპანია, მათ შორის ქალბატონი ვიოლას, როგორც ერთერთი შემსრულებლის ავტორობითაც გვევლინება ხოლმე“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics