|
2023-09-22 14:09:29, 766 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სებ-ზე - ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით
ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული ქმედებით ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. "ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენდა პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვეოდა. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის უარის მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)