14:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 17:12:00, 1120 ნახვა

მსოფლიო
მედია - ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ

ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტებმა პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივება და ლიეტუვის გავლით ტრანზიტის გაზრდა განიხილეს.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

"საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე.

პოლონეთის ადგილი მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. 

გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა.

16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics