|
2023-09-21 14:04:37, 579 ნახვა
საზოგადოება
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი
21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს. „ამასთან ერთად, გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია. რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)