03:05 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 00:06:18, 981 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილს 1 საათში აჩუქა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა,  აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ კომპანიაში "შპს ჯიპიეს კონსალტინგი" საკუთარი წილი შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა. 

აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების რეესტრში ოფიციალურადაა ასახული.

ოთარ ფარცხალაძემ 1 საათის განმავლობაში (12 საათიდან 13 საათამადე) 9 ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

დღეს, 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics