|
2023-09-20 23:12:01, 586 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და ითხოვს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას ზუსტად ეს არის ზეწოლა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ყოფილა ზეწოლა - ეს ხომ აბსურდია, რანაირად არის ზეწოლა? მთავრობის ნებისმიერი აქტი შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი, ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა? ორ წუთში გამოდის და თვითონ ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გადადექიო და ეს არ არის ზეწოლა. აქ ამოყირავებულია აბსოლუტურად ყველაფერი და სასაცილოა, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში. როგორც კობახიძემ განმარტა, როდესაც კონკრეტული მოვლენის სამართლებრივად გადააზრება ხდება, ეს არ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად. მისი თქმით, სწორედ ზურაბიშვილის განცხადებაა ზეწოლა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა. "მე რომ ვამბობ, სამართლებრივად ეს ასეა და ვიღაცამ გადაიაზრა, რატომ არის აპრიორი ზეწოლა? დავუშვათ, ვიღაცას შესაძლოა ეჭვი ჰქონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ეს აპრიორი ზეწოლად ჩათვალო? - რაღაც სიტყვები გამოიყენა, უღირსი ქმედება თუ რაღაც ასეთი თქვა. თავისკენ მოიკითხოს [ზურაბიშვილმა] ღირსების პრობლემები, ამას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ. რომ არ ეთქვა ეს, არ შევიდოდი ამ პოლემიკაში, მაგრამ ღირსების პრობლემა სადაც არის, ძალიან კარგად ვიცით და ეს არის ზუსტად იქ, სადაც ეს სიტყვები ითქვა. როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, რაც მისი კომპეტენცია არ არის, ზუსტად ესაა ზეწოლა, საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)