|
2023-09-20 19:20:23, 687 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ხელისუფლებაზე - ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია!
ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟს აპირებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა. კრამონის თქმით, "ხელისუფლებამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა". "ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზის საბოტაჟს აპირებს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობისკენ. შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ქუჩაში გამოვიდა. ევროპული იდენტობა წყლის ჭავლით ვერ ჩამოირეცხება, ევროკავშირის დროშის დაწვა ქართველთა გულებში ვერ დაწვავს ევროკავშირს და ძალადობა უსარგებლოა თავისუფლებისთვის მებრძოლების მიმართ. საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა, ხელისუფლებამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ხალხი საკუთარ ძალას გამოავლენს. დადგა დრო, მივბაძოთ ქართველებს და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი მთავრობა არ იმსახურებდეს",- განაცხადა კრამონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)