|
2023-09-20 18:37:55, 698 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს
ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს დაავალა, არ დაემორჩილოს აშშ-ის სანქციებს FSB-ს აგენტად ქცეული ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. "მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი: ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს უბრძანა, დაემორჩილებინა აშშ-ის სანქციები ყოფილი მთავარი პროოკურორის წინააღმდეგ, რომელიც გახდა FSB-ს აგენტი. პარლამენტი მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" კრივის რინგად იქცა; პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის მოლოდინშია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის არჩევნების წინ მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშაა. ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს",- წერს გახარია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)