|
2023-09-20 16:01:38, 633 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - არ მეშინია ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული - მეძახონ უკულტურო და გაუნათლებელი, არ მაქვს პრობლემა
მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. წულუკიანის თქმით, ოპოზიცია "ვერ ინელებს იმას, რომ კულტურის სამინისტროში მიდგომები შეიცვალა". "თქვენ, ალბათ, ხედავთ, რომ ოპოზიციას ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, თავიანთ ტელევიზიებზე ვამბობ, კივილით და ვერ ინელებენ, ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. აი, ასე მოუხდება ყველას. რატომ?! იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ, რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ მე ხელს ვერ შემიშლის. ესენი არიან უკმაყოფილო იმით, რომ აღარ არიან გაპარპაშებული და რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა. მე მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ. მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ იმაზე, რომ მლანძღავენ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს",- განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)