|
2023-09-20 13:59:26, 579 ნახვა
საზოგადოება
დავით იოსებაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების პოლიტიკა და შედეგები, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. დავით იოსებაშვილმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გამიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრის შემდეგ, უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა წალკის კანიონი დაათვალიერეს. ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება არსებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)