|
2023-09-20 12:08:08, 573 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა
ქვეყანაში ელექტრომობილების გავრცელებისა და შემოყვანის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში 80 ლოკაციაზე უკვე არსებობს ელექტროდამტენები. „თბილისში 80 ლოკაციაზე ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, უფასოდ დატენონ ავტომობილები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავცდენოდით დედაქალაქის საზღვრებს და განვახორციელეთ კარგი პროექტი. 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ, ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით; ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით; ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში სწრაფი ელექტროდამტენების სადგურების მოწყობა იგეგმება. „თბილისში ვაპირებთ სწრაფი დამტენების მოწყობის პროექტის განხორციელებას. ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)