|
2023-09-19 22:43:00, 770 ნახვა
პოლიტიკა
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო
„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო. კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ჩვენი „ნოუჰაუ" არ ყოფილა საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება, ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პრინციპის ერთგული, რომ თავად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იყო მოწონებული უკრაინაში ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ჩვენ გავყევით სწორედ ევროკავშირში აპრობირებულ გზას, ევროკავშირის მიერ მოწონებულ მიდგომას. თუმცა, რადგან არის შემოთავაზება ვენეციის კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციის შედეგად რომ ეს საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და დარეგულირდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმით, გთავაზობთ, რომ ამ საკითხს კენჭისყრის დროს მხარი არ დავუჭიროთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)