14:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 18:17:38, 1161 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილაურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით,  ახლა რუსეთზე არ არის დამოკიდებული ერევანში თანამდებობის პირთა დარწმუნება, რომ "ისინი დააყენეს ან უბიძგებენ ძალიან საშიშ გზაზე".

„ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარტყი და გადააქციე ყველაფერი კიდევ ერთ ქაოსში. ფსონი არის რუსეთისგან სომხეთის საბოლოო განცალკევებაზე და დასავლეთისკენ სრულ რეორიენტაციაზე. ამას მე არ ვამბობ, რუსული მხარე კი არ ამბობს ამას, ამას აშშ-ში ამბობენ ისინი, ვინც სწორედ ამ პოლიტიკის იდეოლოგები და პრაქტიკული განმახორციელებლები არიან. ახლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული ერევანში თანამდებობის პირთა დარწმუნება, რომ ისინი დააყენეს ან უბიძგებენ ძალიან საშიშ გზაზე“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics