|
2023-09-19 10:31:40, 702 ნახვა
საზოგადოება
სვენია გუნტერი - ღვინის ტურები არის კარგი შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურების ფარგლებში, სტუმრები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. „ასეთი ტურები, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ჟურნალისტები მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სტატიას დაწერენ, ინფლუენსერები აქვეყნებენ ამის თაობაზე ბლოგებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში. მათ გამომწერებად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჰყავთ. ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც ზოგჯერ ისეთი მედია საშუალებისთვის წერენ, რომელსაც, შესაძლოა, შედარებით ასაკოვანი მომხმარებელი კითხულობს და, მეორე მხრივ, ინფლუენსერები, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამას“, - აღნიშნა “ff.k Public Relations”-ის კონსულტანტმა სვენია გუნტერმა. უწყების ცნობითვე, გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. „ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)