|
2023-09-18 22:57:29, 1067 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე - ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ვითარების არევისა და პროვოკაციის მცდელობა აღიკვეთოს
სხდომაზე საუბარი შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც გავრცელდა სუს-ის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძის თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია და ვითარების არევის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს. „ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების ნებისმიერი არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მითუმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)