20:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 17:28:33, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს

გვაქვს საფუძველი, რომ ვუთხრათ - მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის მხარდამჭერი არ არის.

"ბოლომდე გვაქვს მიყვანილი რეკომენდაციები და ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის და მაინც კონსტიტუციის დარღვევით ერთვები ამ საკითხში, რა არის ეს. 

თან აქ საუბრობ, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება - ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან. სულ რომ ასე იყოს, დავუშვათ - ეს განცხადება უნდა გააკეთო?! გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდი რა, ქალბატონო, დაისვენეთ, იყავით ამ სასახლეში, სადაც ხართ. სადაც ამდენი ხანი არ გასულხარ, არ დაინტერესებულხარ, მოდი რა, ახლაც დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს",- განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics