|
2023-09-18 11:37:56, 776 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში - რაც არ უნდა ჩხრიკოთ, კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახავთ
ინფორმაცია თითქოს, რომელიმე ხარჯი არ არის ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხა გადაიხადა, რაც "პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება". „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რამე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს და გაეკეთებინოს. ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, გამოვიყენე კონკრეტულად აღნიშნული შესაძლებლობა, რაც ისევ და ისევ ბიუჯეტისთვის არის ძალიან კარგი. ვინც ერკვევა და იცის - თვითმფრინავი დაფრინავს თუ არ დაფრინავს, მას აქვს კონკრეტული ხარჯები: პილოტები, თვითმფრინავის შენახვა და ა.შ. შესაბამისად, როცა ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, რადგან მომსახურებისთვის ჩემი საკუთარი თანხა გადავრიცხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავის შენახვის, გამართულობისა და მოწესრიგებისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, რატომ არ არის გასაჯაროებული აღნიშნული მომსახურების თანხა, თბილისის მერი აცხადებს, რომ პირადი ხარჯების გასაჯაროების ვალდებულება მას არ აქვს, თუმცა თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან უნდა გადაამოწმოს. „თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. უამრავი პირადი ხარჯი მაქვს, რომელიც წარმოდგენილია დეკლარაციაში, ეს თანხები კი მიდიოდა ბიუჯეტში. ძალიან მარტივია ამაზე ინფორმაციის მიღება. თქვენ არ მიგიმართავთ შესაბამისი სამსახურისთვის და წევთ პანიკას, რომ არ გაქვთ ინფორმაცია. თუ არ მიმართეთ, რა ინფორმაცია გექნებათ? მე არ მაქვს ვალდებულება, პირადი ხარჯები გავასაჯაროო იმიტომ, რომ თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ... პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია სამთავრობო თვითმფრინავით, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში აკეთებდა. იცით, რომ მილიონობით თანხებია გაფლანგული პირადი მგზავრობებისა და ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან ცუდია. არ ვაპირებ თავი ვიმართლო, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში. გახსოვთ, ალბათ, ის ბინძური პროპაგანდა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდიოდა, რაც სამწუხაროდ, არაა პირველი შემთხვევა. მთელი ორი კვირის განმავლობაში, თავს მამართლებინებდით, თუ რატომ გადარჩა ჩემი შვილები შოვის ტრაგედიის დროს. ესაა სამწუხარო რეალობა, თუ გაინტერესებთ“,- უთხრა მერმა ჟურნალისტებს.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)