|
2023-09-17 22:38:04, 770 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია - ნეიროგამოწვევები 2023 მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში
ჩაქვში, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა) GAMS VIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 150 დელეგატი მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან - საქართველო, ამერიკა, ისრაელი, შვედეთი, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, თურქეთი. კონფერენციის თემა იყო ’’ნეიროგამოწვევები 2023 მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“ და წარმოდგენილი იყო უახლოესი მსოფლიო მიღწევები ნევროლოგიაში. კონფერენციის გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და უწყვეტი პროფესიული განათლების განვითერაბაში, ეროვნული სამედიცინო კადრების აღზრდაში შეტანილის წვლილისათვის უცხოელი, ადგილობრივი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორები დააჯილდოვა. ,, მადლობა ორგანიზატორებს და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ხელმძღვანელს ბატონ, გიორგი ჩახავას მნიშვნელოვანი კონფერენციის ჩვენს რეგიონში გამართვისათვის, როგორც აღინიშნა კონფერენცია ტარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში და ექიმები მიიღებენ 12 ევროპული კრედიტ ქულას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისათვის“ - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით მისალმებისას. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგი - ზურაბ ნადარეიშვილი, რომელსაც 2021 წელს მიენიჭა აშშს-პირველი ნევროლოგის სტატუსი. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა 14 პროფესორი დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)