14:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-17 22:20:04, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დეოკუპირებულ დასახლებაში სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება, ადგილზე განლაგებულია უკრაინული ძალები.

კლეშეევკას დასახლების გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს და უკრაინელ დამცველებს მადლობას უხდის. 

''დღეს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც იცავთ ჩვენი სახელმწიფოს ცას. ჩვენი საჰაერო ძალების პილოტებს და ინჟინრებს, მობილური სახანძრო ჯგუფების მეომრებს. გმადლობთ, რომ მუდმივად ზრდით ჩამოგდებული რუსული რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას და შესაბამისად, ჩვენი ხალხის და გადარჩენილი ინფრასტრუქტურის რაოდენობას. გმადლობთ, მეომრებო!

მადლობა ყველას, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა. თითოეულ ბრიგადას. კუპიანსკიდან- ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირომდე, ბახმუტის მიმართულებიდან - ყველა უკრაინულ პოზიციამდე, ნულოვანი წერტილიდან -  ჩვენი ქვეყნის სამხრეთამდე. მადლობას ვუხდი ბიჭებს სიძლიერისთვის!

დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ჯარისკაცები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდებიან უკრაინაში ბახმუტის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალების მე-80-ე ბრიგადა, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა, ეროვნული პოლიციის დიდებული 95-ე და გაერთიანებული თავდასხმის ბრიგადა "ლიუტი". კლეშეევკა! ყოჩაღ ბიჭებო! '' - ამბობს ზელენსკი

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics