|
2023-09-16 11:28:02, 672 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელი კოლეგისგან ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უნგრულ სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრულ უპოლოტო საფრენი საშუალებების კომპანიას ღოტორს ანდ ჩამს ესტუმრა და კომპანიის მიერ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ სამრეწველო, სამართალდამცავი და სამხედრო წარმოების ფართო სპექტრს ადგილზე გაეცნო. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის დრონის ტექნოლოგიის სტატიკური ჩვენებაც მოეწყო. "უნგრეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალ წელს, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას დაიკავებს, კიდევ უფრო მეტად ექნება საქართველოს მიმართ ხელშეწყობის შესაძლებლობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)