|
2023-09-15 19:00:15, 706 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან 13 წელი გავიდა. ლიცეუმმა იუბილე და სასწავლო პროცესის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მათ კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს და ლიცეუმის, როგორც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებაზე კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს, მოგვიანებით კი, კულტურული პროგრამის ფარგლებში, ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმოადგინეს. "ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ დალოცა. საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კადეტების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 2014 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა. ლიცეუმი საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სამხედრო მომზადებასა და ამავდროულად ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც მიმდინარეობს. 2023-2024 სასწავლო წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სიახლით ხვდება. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, შეიცვალა კადეტების უნიფორმა. დღეიდან ისინი ახალ, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ფორმის ანალოგ ფორმას ატარებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)