|
2023-09-15 12:53:28, 733 ნახვა
პოლიტიკა
ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
ირლანდიამ დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ირლანდიის შეფასებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. "ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. ამის შესახებ აღინიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰო მარტინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრის დროს. მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სამუშაოებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურ იმპლემენტაციის პროცესი",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)