|
2023-09-15 12:25:46, 872 ნახვა
პოლიტიკა
12-დან სრულად შესრულებულია 1, შესასრულებელია 2 პირობა - EU-ის რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი
როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? - ამ სახელწოდებით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით 6 შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). "ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს. მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადეს ბოლო შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს. ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. მანამდე კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია",- აცხადებენ ორგანიზაციები. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)