20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 23:34:59, 1037 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ფარცხალაძეზე - პრობლებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ხალხი წარმოადგენს

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყარო ყოველთვის ავიწროებს სტრუქტურებს, ადამიანებს, ვინც ეხმარება პუტინის ბოროტების იმპერიას.

ბოკერიას თქმით, პრობლებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე  ასეთი ხალხი წარმოადგენს.

"ანუ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს და სანამ ჩვენ ეს ხელისუფლება გვყავს, ჩვენს ისტორიულ ამოცანას, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ, ნატოს წევრი გავხდეთ, თავისუფალ სამყაროში დავბრუნდეთ და ვიყოთ დაცულები, ვერ მივაღწევთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად შევცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოებს დაგვტოვებს ეს რეჟიმი პირისპირ რუსულ საფრთხესთან, იმიტომ რომ ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც ამ სანქციების ქვეშ მოექცა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics