20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 22:35:42, 778 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ფარცხალაძეზე - ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან

დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს… ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს დასანქცირების საკითხს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, დასანქცირებული პირების სია კვლავ გაიზრდება.

"2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს...

ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასხმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი... მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6-დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა...

ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია...

მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს?.. დიახ, დიახ ასე იქნება და არის!

დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს… ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან...", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics