|
2023-09-14 21:54:13, 766 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია ფირცხალაძეზე - გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება. ხოშტარის თქმით, ფარცხალაძის სანქცირება არის "ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს". "ფარცხალაძე კერძოდ კონკრეტულად არის დასანქცირებული რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ, სისხლიან ომში რუსეთის დახმარების გამო. ამ დოკუმენტში ცალკე თავად არის გამოყოფილი რუსეთის მავნებლური გავლენა საქართველოში, სადაც ფარცხალაძე, პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციაში, FSB-ს თანამშრომელთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ, ანუ გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრზე რუსეთის სასარგებლოდ, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია. ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი გამოჩენილი ივანიშვილის კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ომის დაწყების შემდეგ მიიღო, ამასთანავე, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მმართველობის მფარველობის ქვეშ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)