|
2023-09-14 17:54:55, 1033 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მცდელობა, რომ ზურაბიშვილის საკითხი იყოს აქტუალური, ივანიშვილისა და რუსული პარტიის დახმარებაა
ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა იმის, რომ სალომე ზუაბიშვილის საკითხი იყოს აქტუალური,არის დახმარება ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და "რუსულ თამაშში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს". „მოდი, მარტივ რამეს გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ახლა უნდათ, რომ წარმოაჩინოთ რომ საწყალი სალომეს, თურმე, იმპიჩმენტს უწყობენ; საწყალი სალომე, თურმე, დაპირისპირებულია ბიძინა ივანიშვილთან. არ ვარ მაღალი წარმოდგენის სალომე ზურაბიშვილზე. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას არ იყენებს და პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავს ტყვედ. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა იმის, რომ სალომეს საკითხი იყოს აქტუალური, არის დახმარება ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის. ეს საკითხი არავის არ აინტერესებს, ჩემი აზრით და თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აზრის ქონის უფლება და ამას საზოგადოებას აწვდით, ყველა ტელევიზიას მინდა ვუთხრა - ეს საკითხი არავის არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარდა, რომ როგორმე შექმნან სალომე ზურაბიშვილისგან მსხვერპლი. ჩვენ ეს თემა არ გვაინტერესებს. აგერ პოლიტიკურმა საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო - საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას აი ამ რუსულ თამაშში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)