|
2023-09-14 15:42:17, 660 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო
მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქუინთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, სამინისტროს მიერ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ჩართულობა, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები და სხვ. "ჯერარდ ქუინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასება. ანგარიშს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე 2024 წლის მარტში წარადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)