|
2023-09-14 15:07:07, 881 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ღარიბაშვილი ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს
ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ხალხს ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის "გამოსვლა ეამაყება". "იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს. დარბაზში მოსულ ხალხს კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად და არა ქვემოდან ელაპარაკა, თუნდაც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)