20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 13:20:25, 729 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რაც დეგნანი წავიდა, აშშ-ის საელჩომ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში ამხილა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა კელი დეგნანმა დატოვა, დიპლომატიურმა უწყებამ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა.

"ეს არის სპეკულაციები. ისინი ცდილობენ, გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. 

იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის... კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში. მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განმარტა, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის ქვეყანაში განთავსება არ შეუთავაზებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics