|
2023-09-14 11:11:57, 801 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით
ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიამ ივნისის ბოლოს დაადგინა, რომ სრულად შესრულებულია მხოლოდ 3 რეკომენდაცია. "ივნისში იყო ზეპირი მოხსენება და როგორც იცით, ევროკომისიამ ივნისის ბოლოს დაადგინა, რომ სრულად შესრულებულია მხოლოდ 3 რეკომენდაცია. მას შემდეგ გავიდა საკმარისი დრო, გარკვეული პროგრესი არის და შემდეგი შეფასება იქნება ზუსტად 1 თვეში. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მუშაობა უფრო ინტენსიური გახდება და უფრო მეტი პროგრესი იქნება დეკემბრამდე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)