08:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 11:15:42, 832 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს, გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა

იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს, გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ სურს.

"მე ვარ უცხოელი დიპლომატი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით.

რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა ამას ხელს არ უწყობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, რომელზეც კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics