|
2023-09-14 10:18:57, 948 ნახვა
საზოგადოება
SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია
SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება. „ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი. ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება: 29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა) 2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი 4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი 6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels. მსახიობები: ანანო მახარაძე ნატალია გაბისონია ბექა ხაჩიძე გიორგი რაზმაძე თემო რეხვიაშვილი მხატვარი: ნანა კალანდაძე ანიმაცია: ნანა კალანდაძე და კოკა კიტია ორგანიზატორი: Stockton
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)