|
2023-09-13 17:54:22, 880 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა მელიაზე - უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც გამუდმებით ესხმის თავს
ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მელიას კრიტიკა გაუმართლებელი და სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია. "ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ გზავნილებს იგებთ, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასარჩენი, როდესაც საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით", - განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინა პლანზე წამოვიდნენ და პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია მოხდეს. სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პარტიის "ნგრევის გარდა" არაფერი გაუკეთებია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)